Archiv für den Monat Oktober 2015

პირველი ნაბიჯები გერმანიაში

ჩვენთვის ჩვეულად ცხელი აგვისტო გრილად დაიწყო კიოლნში. ხშირად ცხვალებადმა ამინდმა შეუჩვეველი სტუდენტები ნელ-თბილად ჩაცმა-დახურვას შეგვაჩივა. რადგან ერთ დღეში ამინდი დაცხომას, აციებასა და გაწვიმებას ასწრებდა, ჩვენც საწვიმრებითა და ქოლგებით შეჯავშნილები მოკლესახლება ტანისამოსის ზემოდან ქურთუკებს ვიცამდით და ასე დავდიოდით სასწავლებელში. კარლ დიუსერბერგის ცენტრში ვეუფლებოდით გერმანულს მე, დანარჩენი DAAD-ელები და კიდევ ენის სწავლას მოწყურებული სხვა უამრავი სტუედნტი.

Weiterlesen

Werbeanzeigen

Von Whatsapp-Herzen und Liebenswürdigkeit

Tiflis ist bekannt als die Stadt der Gegensätze. Betrachtet man die geographische Lage ist das nicht weiter verwunderlich. Erst heute haben wir uns im Unterricht der sechsten Klasse – im Rahmen einer Europaprojektstunde – darüber unterhalten: „Zwei Stadtteile liegen in Asien“, so erklärte mir ein Schüler „der Rest in Europa“; das habe er im Erdkundeunterricht gelernt.

Weiterlesen

Angekommen

Seit drei Wochen bin ich jetzt in Georgien. Die unglaublich vielen Erlebnisse und verschiedene Eindrücke der Stadt und des Landes machen es mir bereits jetzt schwer, die drei Wochen zusammenzufassen. Mein Aufenthalt ist durch sehr viele Erfahrungen, viele neue Bekanntschaften und einige unerwartete Ereignisse geprägt.

Zuerst will ich einen Rückblick an den Anfang meines Auslandsabenteuers geben. Begonnen hat alles am Werbellinsee in der Nähe von Berlin. Dort fand mein Vorbereitungsseminar statt. Gemeinsam mit rund 240 anderen Freiwilligen – welche in verschiedene Länder auf der ganzen Welt eingesetzt werden – sind wir zehn, sehr straff durchplante Seminartage durchlaufen. Dort habe ich auch die anderen Georgien-Freiwillige kennengelernt: Insgesamt sind wir zu zehnt in Georgien, acht davon in Tiflis und wiederum sieben davon reisten mit mir aus.
Nach dem Seminar ging es für mich erst noch einmal für zwei Tage nachhause: Packen war angesagt! Dies viel mir sehr schwer, da mein längster Auslandsaufenthalt vor Georgien gerade einmal drei Wochen betrug. Außerdem erschwerten mir die georgischen Temperaturen den Packprozess. Im Sommer wird es – vor allem hier in Tiflis – sehr heiß (bis zu 50 Grad), der Winter soll in der Hauptstadt eigentlich relativ mild sein, doch sollte es öfter vorkommen, dass die Heizung ausfällt und man dementsprechend ausgerüstet sein sollte. Alles in einen Koffer zu bekommen erschien mir sehr schwer, doch im Endeffekt habe ich dann doch gemeistert.

In Tiflis bin ich schließlich mit zwölfstündiger Verspätung angekommen. Aber die Komplikationen meiner Anreise sind eine andere Geschichte.
Wegen der verspäteten Ankunft war es meiner Mentorin nicht möglich mich wie geplant vom Flughafen abzuholen, doch bereits hier kam ich in den Genuss der georgischen Gastfreundschaft: Die Abholerin eines Mitreisenden beschloss spontan mich zu meiner – ungefähr zwei Stunden entfernten – Wohnung zu fahren.

Dies ist nur eine Vorgeschichte zu meinem wirklichen Abenteuer, doch bald werden detaillierte Einträge zu meinen Erlebnissen folgen – bleibt gespannt!

ჩემი გერმანული თავგადასავალი იწყება ასე…

ჩემი გერმანული თავგადასავალი 2015 წლის პირველ აგვისტოს დაიწყო. თვითმფრინავი ბონის აეროპორტში დაეშვა. პასპორტის კონტროლის ჯიხურიდან ქერა ჭორფლიანმა გერმანელმა მომანათა ღიმილი და გერმანიაში ჩამოსვლის მიზეზი მკითხა. პასპორტი ვიზაზე გადავუშალე და სხაპასხუპით ავუხსენი, რომ DAAD-ის სტიპენდიანტი ვარ. კონტროლიორმა კიდევ ერთხელ გამიღიმა, ფრიად უსახური ბეჭედი ჩამირტყა და გერმანიაში შესასვლელი კარი გამიღო.

რადგან მე პროგრამის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩამოვედი, პირველი ღამის გათენება ჰოსტელში მომიწია, რომელიც კიოლნის ცენტრში, მატარებლების მთავარი სადგურისა და საკათედრო ტაძრის მახლობლად მდებარეობდა. მატარებლის სადგურიდან რომ გამოვედი ცხვირწინ ამეფარა კიოლნის ტაძარი. ეს გოთიკური შედევრი ნამდვილი შოკია პირველი დანახვისას. დაღლილს სულმთლად გამომეცალა რაც კი რამე ძალა მქონდა შემორჩენილი. ჩემს ჰოსტელამდე 100 მეტრი იყო გასავლელი. ძლივს მივლასლასდი იქამდე. გერმანიაში, ისევე როგორც ბრიტანეთში, პირველი სართული ჩვენი მეორე სართულია და ნული სართული-პირველი სართული. მიმღებში გოგონამ მითხრა, ლიფტი პირველ სართულზეაო და დიდი ძებნის მერე ჩვენებურ მეორე სართლზე აღმოვაჩინე. თითო-თითოდ ავათრიე ლიფტთან ჩემოდნები და 411-ე ოთახამდე მივაღწიესადაც ჩემს გარდა კიდევ 4 ადამიანი იყო. ჩემოდნები დავტოვე და სასწრაფო წესით გავიქეცი ქალაქის ცენტრში.

მნიშვნელოვანია ის, რომ გერმანიაში კვირაობით არაფერი მუშაობს რესტორნების და კიოსკების გარდა. ხოდა, რაკიღა შაბათ საღამოს ჩამოვედი კიოლნში, ბევრი დრო არ მქონდა. კიოლნის ტაძარს-დომს რომ გავცდი ხალხის იმხელა ტალღას შევერიე, ფეხის დასადგმელ ადგილს ვეძებდი. რატომღაც იმის მოლოდინი მქონდა, რომ საკათედრო ტაძრის გარშემო ძველი ქალაქი უნდა დამხვედროდა, სანაცვლოდ კი სრულიად თანამედროვე ევროპული ქალაქი გადამეშალა თვალწინ. გეზი სუპერმარკეტისაკენ ავიღე, მცირეოდენი საკვების საყიდლად. უკანა გზაზე ტაძრის დათვალიერება გადავწყვიტე. იგი ამაღლებულ პედესტალზეა აშენებული და შიგნით შესასვლელად კიბე უნდა აიარო და მოედანი გადაკვეთო. ტაძრის ფასადები დახუნძლულია წმინდანებისა და ჯოჯოხეთური არსებების ქანდაკებებით. ძნელია აქცენტი იპოვნო, რადგან ყველაფერს თითქოს ერთი და იგივე მნიშვნელობა მიანიჭა არქიტექტორმა. ფასადები ერთი მომწვანო, მონაცრისფრო ფერისაა და შედარებით უბრალო და მეტად დამთრგუნველია. ცადაზიდული, შეისრული თაღები კი ღვთაებრიობისა და შიშის შეგრძნებას იწვევს. ტაძარში ლოცვა ტარდებოდა გერმანულ ენაზე და ორღანი უკრავდა. ვიტრაჟებიანი ფანჯრებიდან კი საღამოს მზის შუქი შემოდიოდა და ჯადოსნურობას სძენდა გარემოს.

ჩემი გერმანული თავგადასავალი საინტერესოდ იწყებოდა. სულ რამდენიმე დღეში კარლ დიუსერბერგის ცენტრში გერმანულის ენის კურსები დაიწყებოდა, უამრავ საერთაშორისო სტუდენტს გავიცნობდი, დავუმეგობრდებოდი და ყველა ერთობლივად შევუდგებოდით გერმანული კულტურის შესწავლას. ნამდვილად არ მქონდა საჩივარი, საინტერესო აგვისტო მელოდა.